კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს „აფოს.ჯის“ მომხმარებლის

პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

 

შპსაფოს.ჯი“ (/: 405837894) მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონისა და წინამდებარე შპსაფოს.ჯის“  მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის“  შესაბამისად.

  1. შპს „აფოს.ჯი“ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი პრინციპებით:
    1. მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მომხმარებლისათვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად. მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობის ვალდებულება არ ვრცელდება კანონით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებზე;
    2. მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
    3.  მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება;
    4. მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
    5. მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად;
    6. მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
  2. შპს „აფოს.ჯი“ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი საფუძვლებით:
    1. მომხმარებელმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
    2. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
    3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად;
    4. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლის განცხადების/საჩივრის განსახილველად;
    5. მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
    6. მონაცემთა დამუშავება საჭიროა შპს „აფოს.ჯის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
    7. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია შპს „აფოს.ჯის“ ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.

 

  1. შპს „აფოს.ჯი პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნებითა და საშუალებებით:
    1. მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მომხმარებლის იდენტიფიცირების, შპს „აფოს.ჯის“ ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრაციის შედეგად შექმნილი პირადი ანგარიშების, შეკვეთების და მოთხოვნების მართვის, მოთხოვნილი პროდუქტის/სერვისის ან/და პროდუქტის/სერვისის შესახებ ინფორმაციის ან/და განცხადების/საჩივრის/რეკლამაციის განხილვის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით იმ მიწოდების ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლის მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად შპს „აფოს.ჯის“ მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
    2.  პარტნიორ ოფისად რეგისტრაციის მსურველი პირის იდენტიფიკაციისა და მასთან სამომავლო სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით;
    3. მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, მათ შორის, შპს „აფოს.ჯის“ საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
    4. საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით;
    5. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვის მიზნით;
    6. კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულების მიზნით;
    7. შპს „აფოს.ჯი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ნახევრად ავტომატური და ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

 

  1. შპს „აფოს.ჯი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს უშუალოდ მომხმარებლისგან შემდეგი წყაროებით:
    1. შპს „აფოს.ჯის“ პარტნიორი ოფისის (აფოსი) უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ან/და ელექტრონული პლატფორმების საშუალებით შესაბამისი პროდუქტის/სერვისის ან/და ინფორმაციის მიღების მოთხოვნით მიმართვის შედეგად;
    2. შპს „აფოს.ჯის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, გამგზავნისაგან/ადრესატისაგან/გზავნილის მიმღებისაგან/წარმომადგენლისაგან ინფორმაციის მიღების გზით;
    3. მომხმარებლის მიერ შპს „აფოს.ჯის“ პარტნიორ ოფისში (აფოსი)  განხორციელებული ვიზიტის შედეგად;
    4. მომსახურების, მათ შორის, ელექტრონული პლატფორმების საშუალებით შესაბამისი პროდუქტებით/სერვისებით მიღების მიზნით;
    5. შპს „აფოს.ჯის“ ქოლ-ცენტრში განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად;
    6. შპს „აფოს.ჯისთვის“  შესაბამისი განცხადებით/საჩივრით მიმართვის შედეგად;
    7. პარტნიორ ოფისად (აფოსი) რეგისტრაციის პროცესში, რეგისტრაციის მსურველი პირისა და ოფისის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთვის გზით.

 

  1. შპს „აფოს.ჯი“ ამუშავებს მომხმარებლის შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემს:

კატეგორია

მონაცემები

მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დატანილი მონაცემები; ხელმოწერა.

მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემი

მისამართი; მობილური ტელეფონი; ელექტრონული ფოსტა.

მომხმარებლის წარმომადგენლის/გზავნილის საიდენტიფიკაციო და სხვა მონაცემები

წარმომადგენლობის უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია; წარმომადგენლის/გზავნილის წარმომდგენის/გზავნილის მიმღების სახელი და გვარი; წარმომადგენლის/გზავნილის წარმომდგენის/გზავნილის მიმღების პირადი ნომერი; პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დატანილი მონაცემები (მომხმარებლის იდენტიფიცირებისა და გზავნილის მიღების/ჩაბარების, აგრეთვე საბაჟო პროცედურების მიზნით); წარმომადგენლის/გზავნილის წარმომდგენის/გზავნილის მიმღების ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული ხელმოწერა); გზავნილის მიმღების კავშირი ადრესატთან (გზავნილის ჩაბარების ფაქტის დადასტურების მიზნით).

მონაცემები გზავნილის შესახებ

გზავნილის კოდი; გზავნილის წონა; გზავნილის მიღებისა და ჩაბარების თარიღი; გზავნილის შიგთავსის ღირებულება; გზავნილის შიგთავსის აღწერილობა; გზავნილის მოძრაობის/ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მონაცემები

ინფორმაცია მომსახურების ხელშეკრულების დადების თარიღისა და მოქმედების ვადის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესახებ; ინფორმაცია მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანის თარიღისა და მოქმედების ვადის, შეცვლილი/დამატებული პირობების შესახებ; ინფორმაცია მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესრულების/დარღვევის შესახებ;  მომსახურების ხელშეკრულების შესრულებასთან/დარღვევასთან მომხმარებელთან წარმოებული კომუნიკაცია.

ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული მონაცემები

ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრები (მომხმარებლის სახელი და პაროლი); ელექტრონული პლატფორმის პირადი ანგარიშის ბალანსზე არსებული თანხა, ანგარიშსწორებისა და დავალიანების ოდენობის შესახებ მონაცემები; ინფორმაცია ელექტრონული პლატფორმების საშუალებით შეკვეთილი პროდუქტის/სერვისის შესახებ (მათ შორის, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი).

ანგარიშსწორებასთან/დავალიანებასთან დაკავშირებული მონაცემები

ინფორმაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით წარმოებული გადახდების შესახებ, სალაროს შემოსავლის ორდერი, საბანკო გადარიცხვის ქვითარი, საგადახდო დავალება (დოკუმენტის ნომერი, თარიღი, გადამხდელი, თანხა, დანიშნულება, ბანკი); დავალიანების არსებობის, მისი ოდენობისა და წარმოშობის საფუძველთან დაკავშირებული  ინფორმაცია; საბანკო ანგარიშის ნომერი.

მომხმარებლის მიერ ან მომხმარებლისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული მონაცემები

ზიანის მიმყენებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გარემოებები, რომლებშიც მოხდა ზიანის მიყენება;  მიყენებული ზიანის ოდენობა; მოკვლევის ფარგლებში მოძიებული სხვა ინფორმაცია.

მომსახურების ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების შესახებ მონაცემები

ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან ელექტრონული პლატფორმების სხვა საკომუნიკაციო საშუალებების  გამოყენებით მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაცია;  მომსახურების ხარვეზებთან დაკავშირებით განცხადების/საჩივრის/რეკლამაციის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია; მომსახურებასთან დაკავშირებული ან მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე ჩატარებული კვლევებისა და გამოკითხვების შედეგად მომხმარებლისგან მიღებული პასუხები.

კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო მონაცემები

სასამართლოსათვის შესაბამისი განჩინების საფუძველზე გადასაცემი ინფორმაცია; საგამოძიებო/სამართალდამცავი ორგანოსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასაცემი ინფორმაცია; საბაჟო ორგანოსათვის, მოქმედი კანონმდებლობისა შესაბამისად, გზავნილების გადამზიდავის საწყობებისა და საქონლის შენახვის ადგილების ოპერირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საბაჟო პროცედურების, მათ შორის, დეკლარირებისა და განბაჟების მიზნებისათვის გადასაცემი ინფორმაცია (მათ შორის, გზავნილის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, გზავნილის გადაცემის ადგილისა და თარიღის შესახებ ინფორმაციას, ან გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტები);  საგადასახადო ორგანოსათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის გადასაცემი ინფორმაცია; საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირებისათვის გადასაცემი მონაცემები.

მომხმარებლის თანხმობასთან დაკავშირებული მონაცემები

თანხმობის ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებული მონაცემი; თანხმობის მიცემის დრო; თანხმობის გამოხმობის ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებული მონაცემი; თანხმობის გამოხმობის დრო.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული მონაცემები

სახელი და გვარი; მისამართი; ტელეფონის ნომერი;  ელექტრონული ფოსტის მისამართი.

Cookies ფაილები

ვებგვერდის ფუნქციონირებისათვის სავალდებულო მზა ჩანაწერის ფაილები.

პარტნიორ ოფისად (აფოსი) რეგისტრაციის მსურველი ფიზიკური პირთან დაკავშირებული მონაცმები

სახელი და გვარი; დაბადების თარიღი; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; დამატებითი ტელეფონის ნომერი; ელფოსტის მისამართი; ოფისის მისამართი (ქალაქი/ადმინისტრაცული ცენტრი/ფართის მისამართი).

 

6. ვიდეომონიტორინგი და აუდიომონიტორინგი

6.1. საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების, გზავნილების უსაფრთხო დამუშავების ეფექტიანი მონიტორინგის, მომხმარებელთა განცხადებების/საჩივრების განხილვის მიზნით ხორციელდება შპს „აფოს.ჯის“ შენობა-ნაგებობებისა და მათი გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი, რომლის შედეგადაც მუშავდება მომხმარებლის ვიზუალური გამოსახულება და მისი ვიზიტის ამსახველი მონაცემები;

6.2. მომსახურების გაწევის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ხარვეზების აღმოფხვრის, მომხმარებელთან უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით, შპს „აფოს.ჯის“ მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად ხორციელდება შპს „აფოს.ჯის“  შემდეგ ტელ. ნომერზე:  032 212 14 13 - შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების აუდიომონიტორინგი. ამასთან, აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე ხორციელდება მომხმარებლის გაფრთხილება აუდიომონიტორინგის განხორციელების შესახებ და განემარტება კომუნიკაციის სხვა ალტერნატიული არხებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

7. Cookies ფაილები

შპს „აფოს.ჯი“ იყენებს მხოლოდ სავალდებულო მზა ფაილებს (Essential Cookies), რომელიც აუცილებელია ვებგვერდის (www.apos.ge) გამართული მუშაობისათვის.

 

8. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შპს „აფოს.ჯი“ მონაცემთა დამუშავებისას იღებს ისეთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან, კერძოდ: ახორციელებს თანამშრომელთა ტრენინგებს მონაცემთა დამუშავებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ; თანამშრომელთა ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად განსაზღვრავს მონაცემებზე წვდომის ფარგლებს; უზრუნველყოფს, რომ თანამშრომლები, აგრეთვე კონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორი/პარტნიორი ორგანიზაციები დაიცავენ მათ მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას; ახორციელებს სისტემატურ მონიტორინგს თანამშრომლების მიერ მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად; აღრიცხავს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებულ ყველა მოქმედებას; ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში ასრულებსინფორმაციული უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნებს.

  1. მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
    1. მომხმარებელს უფლება აქვს:
      1. მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ;
      2. გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები (გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა);
      3. მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება;
      4. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
      5. მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა;
      6. გამოიხმოს მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობა;
      7. მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა;
      8. პერსონალური მონაცემების დამუშავებისას მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს;
      9. გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები;
    2. მომხმარებელი ვალდებულია სრული და ზუსტი ინფორმაციის მიაწოდოს შპს „აფოს.ჯის“ და პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრები შეინახოს უსაფრთხოდ. შპს „აფოს.ჯი“ არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის ვალდებულებების შეუსრულებლობით დამდგარ შედეგებზე.

 

შენიშვნა: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას: სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს; საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს; დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას; ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს; მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას; მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას; სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

  1.  პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები
    1. შპს „აფოს.ჯი“ დამუშავებულ მონაცემებს ინახავს იმ ვადით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და მომსახურების გასაწევად;
    2. მონაცემები ინახება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებით, მათ შორის საგადასახადო, საბაჟო და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად;
    3. მონაცემები შეიძლება შენახული იქნეს იმ ვადის დასასრულამდე, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია წარმოიშვას სამართლებრივი დავა, წარდგენილ იქნას პრეტენზია/საჩივარი/სარჩელი ან დაიწყოს სისხლი სამართლის სამართალწარმოება მომსახურებასთან დაკავშირებით.
  2. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს:
    1. შპს აფოს.ჯის“ კონტრაქტორ/ქვეკონტრაქტორ/პარტნიორ ორგანიზაციებს მომსახურების გაწევის მიზნით;
    2. შპს აფოს.ჯის“ კონტაქტორ/ქვეკონტრაქტორ/პარტნიორ ორგანიზაციებს, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით. მათ შეიძლება გადაეცეს: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
    3. სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე;
    4. საგამოძიებო/სამართალდამცავ ორგანოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    5. საბაჟო ორგანოს, საბაჟო პროცედურების, მათ შორის, დეკლარირებისა და განბაჟების მიზნებისათვის;
    6. საგადასახადო ორგანოს, გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის;
    7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი პირს.

 

  1. გარდამავალი პირობები
    1. მომხმარებელინებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (გამგზავნი, ადრესატი, გზავნილის მიმღები ან წარმომადგენელი, რომელიც სარგებლობს ან გამოთქვამს სურვილს ისარგებლოს შპსაფოს.ჯის“ საფოსტო, საკურიერო, ლოჯისტიკური და მასთან დაკავშირებული სერვისებით, ან პარტნიორ ოფისად (აფოსი) რეგისტრაციის მსურველი პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს კომპანიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად განახორციელოს მომსახურება შპს „აფოს.ჯის“ სახელით, მათ შორის ვებგვერდის (www.apos.ge), ელფოსტის (info@apos.ge) ან Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებითვალდებულია სარგებლობამდე გაეცნოს წინამდებარე პოლიტიკას, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს, მიზნებს, კატეგორიებს, უსაფრთხოების გარანტიებს, შენახვის ვადებს და მომხმარებელთა უფლება-ვალდებულებებს;
    2. მომხმარებლის მიერ მონაცემების ნებაყოფლობით მიწოდებით მომხმარებელი ავტომატურად ანიჭებს შპს აფოს.ჯის“  მათი წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებით დამუშავების უფლებას;
    3. შპს „აფოს.ჯის“ ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრაციის შედეგად გახსნილი მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული სახელისა და პაროლის საშუალებით. მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი პირადი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე;
    4. წინამდებარე მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა შესაძლოა პერიოდულად განახლდეს, რის შესახებაც ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე: www.apos.ge;
    5. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@apos.ge.